მთავარი » ქართული
დასახელება: Love Ballade / სიყვარულის ბალადა
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრი: ქართული
რეჟისორი: ირაკლი კაკაბაძე
როლებში: რუსკა მაყაშვილი, ბაჩო ქაჯაია, გიორგი ვარდოსანიძე, ნოდარ გურგენაშვილი, კახა კინწურაშილი, ნანა ლორთქიფანიძე 

მოკლე აღწერა: 
მეგობრები: გიორგი, თემო და სანდრო აეროპორტში მიდიან, სადაც მათი ბავშვობის მეგობარი - ქეთა უნდა ჩამოფრინდეს. ქეთა 10 წელია ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის კათედრაზე მუშაობს. ბიჭები აპირებენ ქეთას ბათუმი დაათვალიერებინონ, თუმცა მას გეზი კახეთისკენ, არქეოლოგიურ გათხრებზე აუღია. თან ქეთა მარტო არ არის, მას ამერიკელი არქეოლოგი მიჩი და უამრავი მშვენიერი სტუდენტი გოგონა ახლავს. ამდენი გოგონას... დანახვით მოხიბლული ბიჭები, ხალისით გადაწყვეტენ დელეგაციას კახეთში გაჰყვნენ, თან ნიძლავს დებენ, ვინ უფრო მეტ გოგონას „შეაბამს". გიორგი თამაშს მალე ჩამოშორდება, რადგან მასსა და ქეთას შორის, თანდათან ბავშვობის სიყვარული იღვიძებს, თუმცა ქეთა მიჩსაც უყვარს და იგი საქართველოში, სწორედ ამიტომაა ჩამოსული...



დრო: 2012-11-08: ნახვები: 612: კომენტარები: (0): ავტორი: GAG0SHA
დასახელება: ანოს და ვანოს თავგადასავალი 
ორიგინალი დასახელება: ანოს და ვანოს თავგადასავალი 
გამოსვლის წელი: 2011 
ჟანრი: ქართული კინო 
რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი, ჯაბა მელქაძე 
როლებში:ნიტა ლომიძე, ზუკა ძამუნაშვილი, გოგა ბარბაქაძე, კახა კინწურაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გრიგოლია, ვანო თარხნიშვილი, რუსკა მაყაშვილი, ბადრი კაკაბაძე, ნატუკა გულისაშვილი, ლუკა ტალახაძე 

აღწერა: ფილმი და–ძმის,ანოსა და ვანოს საზაფხულო თავგადასავალს მოგვითხრობს. დასაწყისში ირკვევა,რომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოტანილი ყველა დროის მსოფლიოს ხალხების ზღაპრების წიგნი გაუჩინარდა. ამ მოვლენის შემდეგ ყველა ზღაპრის წიგნიდან ქრება ნახატები,ნაწერები და ჩნდება ცალთვალა ბოროტი პერსონაჟის პორტრეტი. სწორედ ამ დროს,იწყება სოფელში დასასვენებლად წასული ანოსა და ვანოს ზღაპრული მოგზაურობა ფანტასტიკურ სამყაროში,რომლებსაც მეგზურობას ოჩოპინტრე გაუწევს. 



დრო: 2012-11-07: ნახვები: 679: კომენტარები: (0): ავტორი: GAG0SHA